ბრაზილიაში მრავალრიცხოვანი გეიაღლუმი გაიმართა
ბრაზილიაში, სან-პაულუში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გეიპარადი გაიმართა. როგორც “ვაშინგტონ პოსტი” იუწყება, ქუჩაში ათასობით არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი გამოვიდა და ასევე ისინი, ვინც მათ მხარს უჭერს. ისინი სხვადასხვა კოსტიუმსა და პარიკში გამოწყობილები გამოვიდნენ.
მათი მოთხოვნა იმ კანონის მიღება იყო, რომელიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების დისკრიმინაციას კრძალავს. მათი თქმით, ეს შეამცირებს მათზე ძალადობას. ასევე, ისინი ითხოვდნენ ტრანსსექსუალების უფლებების გაფართოებას.
2013 წლის მაისში ბრაზილიამ ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა.