სამეწარმეო სამართლის პრობლემურ საკითხებზე კონფერენცია გაიმართა​

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინიციატივით, ბათუმში სამეწარმეო სამართლის პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და გამგეობის წევრები მონაწილეობდნენ. კონფერენციას ნოტარიუსები, პალატის დისციპლინური და საფინანსო კომისიის წევრები, ადვოკატები, მოსამართლეები, საბანკო სექტორის წარმომადგენლები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ნოტარიუსებმა  სამეწარმეო სამართლის პრობლემური საკითხების შესახებ მოხსენებები მოისმინეს.
ექსპერტებთან ერთად ისაუბრეს ისეთ თემებზე, რომლებიც სამეწარმეო სამართლის კუთხით ნოტარიუსების პრაქტიკულ საქმიანობაში მნიშვნელოვანია. დეტალურად განიხილეს საკითხები, რომლებიც შეეხებოდა სამეწარმეო საზოგადოების ორგანიზაციის თავისებურებებს, რეგისტრაციისას წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, მეწარმეთა შესახებ კანონის მოწესრიგების ხარვეზებს, ასევე საზოგადების კაპიტალის და წილის ნატურით გამოყოფის პრობლემებს, სამეწარმეო საზოგადოების გაუქმებისა და ლიკვიდაციის თემებს, რეორგანიზაციის თავისებურებებს.

ღონისძიების მონაწილეებმა პრაქტიკული საქმიანობისას წარმოშობილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზების დასახვაზე იმსჯელეს.
სამეწარმეო სამართლის პრაქტიკაში არსებულ პრობლემებზე დისკუსიისა და განხილული თემების ანალიზის შედეგად ნოტარიუსებისთვის შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები, პრობლემურ საკითხებთან მიმართებაში დადგინდა ერთიანი სტანდარტი. ნოტარიუსებმა კონფერენციის შედეგად მიიღეს ამომწურავი რეკომენდაციები, თუ როგორ გასცენ მომსახურება, რაც სამეწარმეო პირებს დაეხმარება, მიიღონ ერთიანი სტანდარტის შესაბამისი სანოტარო სერვისები უფრო სწრაფად და კომფორტულად.

ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ზრუნავს თითოეული ნოტარიუსის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. აღნიშნული კონფერენციის მიზანიც სწორედ ეს იყო. მსგავსი სახის განხილვები ნოტარიუსებს ეხმარება პრაქტიკაში წარმოშობილი შესაძლო პრობლემების სწორად გაანალიზებასა და შემდგომ მის გადაჭრაში, სანოტარო სერვისების დახვეწასა და მომხმარებლებისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები