სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა მაღალმთიან სოფლებში, სადაც გადაადგილება განსაკუთრებით რთული იყო.
ამ ეტაპზე სამუშაოები ხორციელდება სოფელ გორმაღალში, სადაც ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
„ჩვენი ამოცანაა, მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში უზრუნველვყოთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა ადგილობრივებს ჰქონდეთ კომფორტული გადაადგილების პირობები,” — აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.
ჯამში, უკვე მოწყობილია 25 კილომეტრზე მეტი ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, ხოლო სხვა ლოკაციებზე პროექტები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
გორმაღალში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას პირადად გაესაუბრა.