მარტვილში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მარტვილის ცენტრამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე პროცესს სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან, თორნიკე ჯანაშიასთან და მერის პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად გაეცნო.

“არსებული გზა წყალმომარაგება-წყალარინების მიმდინარე პროექტის განხორციელებისას, დაქსელვითი სამუშაოების დროს დაზიანდა. პროექტის დასრულების შემდეგ რეაბილიტირებულ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება.

გზის აღდგენით სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები