ნინო შუბლაძეს „რუსთავის-2-ში“ მომხდარი ფაქტის დროულად გამოძიების იმედი აქვს

„რუსთავის 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე შესაბამის ორგანოებს ტელეკომპანიაში მომხდარი ფაქტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ინფორმაცია „რუსთავში 2-ში“ მოსასმენი მოწყობილობის არსებობის შესახებ შოკისმომგვრელია.
„ფაქტი, ბუნებრივია, შოკის მომგვრელი იყო. ერთადერთი, ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ გავიგოთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ყველას გაგვიჩნდა კითხვა, ვინ დგას აუდიო-ვიდეო მიყურადების უკან. ველით ამ კითხვაზე პასუხს და დიდი იმედი გვაქვს, შესაბამისი ორგანოები ამ ფაქტით დროულად დაინტერესდებიან და საქმე საკმაოდ, მოკლე დროში იქნება გამოძიებული. ჩემი და ჩემი კოლეგების კითხვებს პასუხები გაეცემა,“ – აღნიშნავს შუბლაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები