მკვლელობა გურჯაანში- თანასოფლელმა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მახლობლად, ერთ-ერთ ფერმაში, თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დავა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილი ეროვნებით აზერბაიჯანელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკვეს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები