შსს-მ ბორჯომში ე.წ. კუკუშკას ლიანდაგიდან გადასვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბორჯომ–ბაკურიანის მიმართულებით ე.წ. კუკუშკას ლიანდაგიდან  გადასვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მატარებელი, მატარებელი ლიანდაგიდან  გადავიდა, მოძრაობა აღდგენილია.
ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას ლიანდაგიდან  გადავიდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები