სოფელ რუხში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა
სოფელ რუხში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა, – ამის შესახებ „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას ქვემდებარე, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 3,800 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.