სლავიანსკში 30-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული

უკრიანული მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში, ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას, 30-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხდებით, სპეცოპერაციის დროს ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. ტერორისტებს შორის ყირიმელი და ჩეჩენი მებრძოლები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ სლავიანსკში უკრაინის სამთავრობო ძალებმა ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა გუშინ დილით განაახლეს. უკრაინელ ძალოვანებს 800-მდე ტერორისტი უწევდა წინააღმდეგობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები