6 მაისი
11:00
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ევროპული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. გაშენდება დიპლომატიური ხეივანი საქართველოში აკრედიტებული ევროპის ქვეყნების სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენელთა მონაწილეობით, საზეიმოდ გაიხსნება ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო კუთხე, მოხდება საგანმანათლებლო პროექტის – ადამიანის უფლებების შესახებ გამოცემული ევროპული სახელმძღვანელოს “კომპასის” პრეზენტაცია. მისამართი: შატილის ქ. N4
11:00
სახალხო დამცველის ოფისში, უჩა ნანუაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს და ყოველთვიურ ბიულეტენს წარუდგენს. მისამართი: რამიშვილის 6
11:00
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საქართველოს მთავარ პროკურატურას ოფიციალურად წერილობით მიმართავს. წერილობით მიმართვაში საია პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
11:00
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ევროპის კვირეულის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდება. მისამართი: თემქა, შატილის ქ. N 4
11:00
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პრეზიდენტების სამმხრივი სამიტი გაიხსნება. ღონისძიებაში ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობს.
11:30
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სააგნეტო „რეპორტიორის“ პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: „სააპელაციო სასამართლო იუსტიციის სამინისტროდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ირაკლი ქველაძის საქმის განხილვას იწყებს“. მისამართი: იოსებიძის ქუჩა, #57, პირველი სართული; საკონტაქტო პირი: სოფიო აზარიაშვილი 551 081803
11:30
“Front News-ის” პრესკლუბში, უფლებადამცველები გიორგი გაბედავა, შოთა ჭოხონელიძე და რატი მაისურაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: შოთა მალაშხიას პარტიის ჩამოყალიბება მისამართი: ფალიაშვილის 33-ა, საკონტაქტო ნომრები: 2473656; 595 032 032
12:00
“საქართველოს გზის” რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის სამარშუტო ტაქსებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მისამართი: რუსთავი, კოსტავას 15, USAID-ის შენობა; საკონტაქტო პირი: ალექსანდრე კობაიძე – 598 54 94 84
12:00
რუსთავის საოლქო სასამართლოში, სადახლოზე მომხდარ მკვლელობებში ბრალდებულების პროცესი გაიმართება.
12:00
საქართველოს იუსტიცის სამინისტროში, ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. მისამართი: გორგასლოს 24 ა
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელი, ზურაბ გეგენავა, აღმასრულებელი დირექტორი, ლევან კაცაძე, სონი პროფესიონალ სოლუშენს გრუპის წარმომადგენელი, ანდრეი ანდრიანოვი ბრიფინგს გამართავენ. თემა: კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ გაიხსნა, საკონკურსო ნამუშევრების მიღება.
12:00
NEW
თბილისის საქალაქო სასამართლო თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ადვოკატებს და იურიდიული ფირმების წარმომადგენლებს შეხვდება. მისამართი: თბილისის საქალაქო სასამართლო (1 დარბაზი)
13:00
“პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: NDI-ის კვლევები, კამპანია “ეს შენ გეხება”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე თავისუფლების მოედანთან პუშკინის ბაღში დედაქალაქში მცხოვრებ “ატსტუპნიკებს” და აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდება და საარჩევნო პროგრამას გააცნობს. საკონტაქტო ნომერი: 551 89 89 65
13:00
“რედისონში”, საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აბდულა გიული.
13:00
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “ლეიბორისტული პარტია” ბათუმის მერობის კანდიდატსა და პარტიულ სიას წარადგენს. მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #62/66
13:00
“თბილისი მარიოტში”, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში მენტორინგის ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით, კონფერენცია გაიმართება.
13:00
“9 აპრილის” (ყოფილი ალექსანდროვის) სახელობის ბაღში “წითელი ჯვრის კვირეულის” ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართება.
13:00
არასამთავრობო ორგანზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “სახელმწიფო უწყების მიერ საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში ჩატარებული მონიტორინგი ხარვეზებით წარიმართა”. მისამართი: ალექსიძის ქ. #1, V სადარბაზო, ბინა #17 საკონტაქტო პირი: ლელა ბერიშვილი 555 58 17 71
13:00
ყოფილი საბჭოს მოედანზე, მაქსიმ გორკის ძეგლის მიმდებარე სკვერში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “რეფორმატორების” წარმომადგენლები ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდებიან.
13:00
“თბილისი მარიოტში”, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში, მენტორინგის ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით, კონფერენცია გაიმართება.
13:10
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: NDI-ს კვლევის შეფასება, მასობრივი არეულობა უკრაინაში, ბიზნესმენ დავით კოდუაზე თავდასხმა.
13:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავს. თემა: ალასანიას განცხადება საქართველოში NATO –ს თავდაცვითი საშუალებების განთავსებასთან დაკავშირებით, კოდუას საქმე, რუსეთ-უკრაინაში მიმდინარე პროცესები.
13:30
პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ლაღიძე თავისუფლების მოედანთან, პუშკინის ბაღში დედაქალაქში მცხოვრებ “ატსტუპნიკებს” და აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდება და საარჩევნო პროგრამას გააცნობს. საკონტაქტო ნომერი: 551 89 89 65
14:00
კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” ლიდერები დიდუბის მაჟორიტარებს წარადგენენ. მისამართი: დიღმის მეოთხე კვარტალი, დიღმის ხეივანი. საკონტაქტო ნომერი: 577209000
14:00
ესტონეთის საელჩოში ღია კარის დღე გაიმართება, რომლის ფარგლებში მოხდება ესტონეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “გზა ევროპისკენ” პრეზენტაცია. მისამართი: ლიხაურის ქ. #4 საკონტაქტო პირი: ნინიკო ბოჯგუა 577 19 14 17
14:00
ქალაქ გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას გამართვას.
14:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრი, ირაკლი მამალაძე და ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: მდგომარეობა საყდრისში.
15:00
ბრიფინგი გაიმართება. თემა: გაუსაძლისი პირობები დევნილთა ახალგარემონტებულ საცხოვრებლებში; მისამართი: ზუგდიდი, ბადრი ბერანძის 10 (ყოფილი სააფთიაქო სამმართველოს შენობა); კოალიცია „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ დევნილთა საკითხების კოორდინატორი მამუკა აჩბა – 5 55 58 78 42
15:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრ გურამ ოდიშარიას მონაწილეობით, ეროვნული კინოცენტრის პროექტის – კინო სკოლაში პრეზენტაცია გაიმართება.
15:00
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ეწვევა.
16:00
სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველო-თურქეთის ეკონომიკური ფორუმი გაიმართება, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
17:00
ეროვნული არქივი ფოტოგრაფ ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის მინის ნეგატივებზე დაცულ ფოტოებს პირველად გამოფენს. მისამართი: გ. ჭანტურიას 8; გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმი
17:00
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრის ლუტფი ელვანის შეხვედრა გაიმართება.
17:00
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, კაფე “ფოლკ გარდენში” ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014” ოფიციალურად გამოცხადების ცერემონიას გამართავს. საზეიმო მიღების მასპინძლები ინქნებიან ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლარი. მისამართი: აღმაშენებლის გამზ. #68
19:00
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, ავსტრალიელი ვიზუალური არტისტის ფიონა დევისის გამოფენა-ინსტალაციაზე “Blood on Silk – სისხლი აბრეშუმზე” გაიმართება. მისამართი: ცაბაძის ქ. #6