შსს-მ თბილისში ყალბი ოქროს რეალიზების ფაქტზე სომხეთის მოქალაქეები დააკავა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გახსნილი საქმეების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. პოლიციის მხრიდან კრიმინალთან აქტიური ბრძოლა გრძელდება.

პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით, თბილისში, სომხეთის 2 მოქალაქე დააკავა. რკინიგზის სადგურზე არსებული „ოქროს ბირჟის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები ყალბ ოქროს ზოდებს ყიდიდნენ. ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართველმა სამართალდამცველებმა სომხეთის მოქალაქეები მაშინ დააკავეს, როდესაც სხვადასხვა მეტალის შემცველ ნაკეთობებს უმაღლესი სინჯის მქონე, 100 გრამიან ოქროს ზოდებად ასაღებდნენ და მის რეალიზებას მოტყუებით ცდილობდნენ. ერთი ზოდის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარზე მეტს შეადგენდა. პოლიციამ ყალბი ოქროს ერთი ზოდი ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას და თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები