ბათუმში შუახნის მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე 40 წლის მამაკაცი ფეხის არეში დაჭრეს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ინციდენტის მიზეზი.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ცნობით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები