ჩაი და ფოტოგრაფია – ნათელა გრიგალაშვილთან შეხვედრა გაიმართება

17 თებერვალს, 19:00 საათზე, გალერეა „ფოტოგრაფი“ ნათელა გრიგალაშვილს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა გაუცხადეს, ნათელა გრიგალაშვილი წარმოადგენს მის რამდენიმე ამობეჭდილ ნამუშევარს და დამსწრეებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას ფოტოპროექტის მომზადების პროცესში. მთიან სოფლებში მოგზაურობისას ნათელა შთაგონებული იყო იშვიათი სახეობის სამკურნალო მცენარეებით, რომლებსაც იქაური მოსახლეობა ჩაის მოსამზადებლად იყენებს. შაბათს სტუმრებს მიეცემათ შესაძლებლობა, დააგემოვნონ ეს არაჩვეულებრივი ჩაი, რომელიც ნათელამ შეაგროვა სოფლებში მოგზაურობისას.
ნათელა გრიგალაშვილი  ცნობილი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. მისი ბავშვობის ოცნება იყო, გამხდარიყო კინემატოგრაფი, მაგრამ მისი არტისტული გამოხატვის მთავარი საშუალება გახდა ფოტოგრაფია. 1990 წლიდან მოყოლებული ის აქტიურად არის ჩართული უამრავ ფოტოგამოფენასა თუ სახელოვნებო პროექტში. მისმა ნამუშევრებმა მიიღო არაერთი ჯილდო როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მის ყველაზე ცნობილი პროექტების სიაში შედის: ქართული სოფელი, ჯავახეთი, დუხობორები, ცხოველების ბაზრობა, პანკისის ხეობა, აგრეთვე წიგნი „დედაჩემის წიგნი“ და „თაგვების სოფელი“.
მის: რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა № 21.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები