თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს 3 მოქალაქე ავტობუსის სამალავში იპოვეს

თურქეთიდან საქართველოში მიმავალი ავტობუსის სამალავში თურქმა მესაზღვრეებმა 1 კაცი და 2 ქალი იპოვეს. ამის შესახებ 1tv წერს.
მესაზღვრეების ცნობით, მათ თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდათ. როგორც საგამოძიებო უწყება განმარტავს, საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე ამავე ავტობუსით არალეგალურად შეიყვანეს და შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდნენ, რა დროსაც სარფის საბაჟოზე ისინი მესაზღვრეებმა იპოვეს.
ხოფის პროკურატურის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონდამრღვევი მოქალაქეები სამშობლოში გააძევეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები