რა გახდა ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში საპატრულო პოლიციის გამოძახების მიზეზი

ქუთაისის 30-ე სკოლაში დირექტორმა და მანდატურის სამსახურმა პოლიცია გამოიძახეს. პოლიციის გამოძახების მიზეზი სხვა სკოლის მოსწავლის მიერ, 30-ე სკოლის მოსწავლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა და ტელეფონის ნომრების მოთხოვნა გახდა.
30-ე სკოლის დირექტორის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სხვა სკოლის მოსწავლე, ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და ემუქრებოდა, რის გამოც, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საპატრულო პოლიციამ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო.
როგორც ცნობილია, ბავშვი, რომელიც სხვა მოსწავლეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, 11 წლისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები