ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა   გაიმართება

16 თებერვალს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში „პანორამა“, თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა   გაიმართება.
ბერლინში გამგზავრებამდე 1 დღით ადრე, ეროვნულმა კინოცენტრმა პრესკონფერენციას უმასპინძლა, რომელსაც ფილმის რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, პროდიუსერი – ლაშა ხალვაში და მსახიობები – გიორგი ბოჭორიშვილი, ია სუხიტაშვილი და ჯანო იზორია დაესწრნენ.
ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეცამეტედ მონაწილეობს. პრესკონფერენციაზე ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ვაშაძემ ბერლინალეს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების, აქტივობების და ყველა იმ სექციის შესახებ ისაუბრა, სადაც ქართული ფილმები და პროექტები იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები