პერუს ციხიდან პატიმარი ტყუპი ძმის დახმარებით გაიქცა

0

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრო დელგადოს, ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობისა და ქურდობისთვის, 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
სამართალდამცველების განცხადებით, ალექსანდრო დელგადოს ციხეში სანახავად, ტყუპისცალი ძმა ესტუმრა. რამდენიმე წუთში ძმებმა ტანსაცმელი გაცვალეს და დამნაშავე ციხიდან გაიქცა.
პოლიციისთვისა და ციხის ადმინისტრაციისთვის, სიმართლე მას შემდეგ გაირკვა, როდესაც უდანაშაულო ძმას ანაბეჭდები აუღეს.
როგორც „BBC” იუწყება, დამნაშავე ალექსანდრო დელგადო, ინციდენტიდან 13-თვიანი დევნის შემდეგ იპოვეს და დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე სასჯელს მკაცრი რეჟიმის ციხეში მოიხდის.
დაკავების შემდეგ, დელგადომ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, ციხიდან გაქცევის მიზეზი დაასახელა: „ იმიტომ გამოვიყენე გაქცევის შესაძლებლობა, რომ სასოწარკვეთილი ვიყავი და დედის ნახვა მინდოდა“.

კომენტარები

კომენტარი