თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან, მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, გამთენიისას, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა.
დაჭრილი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაჭრილი ნოდარ ვარძელაშვილის ნათესავების ინფორმაციით, იგი გამთენიისას თავის საქმეზე მიდიოდა, რა დროსაც ეს ფაქტი მოხდა. მათივე თქმით, მას ერთი ტყვია აქვს ნასროლი.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით 19-108-ე და 236-ე მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები