ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებულები გ.ა. და ლ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 მაისს, დაახლოებით 11:20 საათზე, ლ.გ.-მ, გ.ა-მ და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა, ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, უკანონოდ შეაღწიეს თ.ს.-ს და ი.მ.-ს ბინაში და ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით, თ.ს.-ს და ი.მ.-ს მიმართ განხორციელებული სიცოცხლისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 5 000 ლარი, 7 955 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა გ.ა. და ლ.გ. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მათ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. და. ლ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, –აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები