გლდანის ციხიდან პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს

გლდანის N 8 საპატიმრო დაწესებულებაში პატიმარმა ყელი გამოიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ავრცელებს.
როგორც პატიმრის ოჯახის წევრს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განუცხადა, პატიმარი ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი 10 თებერვალს გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთი საკნის საპირფარეშოში თანასაკნელებმა ყელგამოჭრილი ნახეს.
გამოძიება სსკ 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე ვერ იქნა ნანახი იარაღი, ოჯახის წევრებს სარწმუნოდ არ მიაჩნიათ თვითმკვლელობის ვერსია. გამოძიების საგანი უნდა გახდეს ფაქტი, თუ რამდენად იყო დაცული უსაფრთოების ზომები კონკრეტული პატიმრის პირობებში, ამასთან, რამდენად დროული და საჭირო სამედიცინო მომსახურება მიიღო პატიმარმა.
პატიმრის ძმა ითხოვს, რომ საგამოძიებო სამსახურებმა სრულყოფილად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა მომაკვდავი პატიმრის გადასარჩენად“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამჟამად, პატიმარი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მას გათიშული აქვს თავის ტვინი და თირკმელები. მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები