თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის VII მიკრორაიონის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის და ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ჩიხის და კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები