რუსეთში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში სამარის რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. ინფორმაციას სააგენტო „Vesti.ru” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 7-მდე ადამიანი დაშავდა, 2 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, დამწვრობა აღენიშნება კიდევ 5 ადამიანს, რომლებიც ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში იმყოფებიან.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები