ირაკლი შიხიაშვილი: დოდო გუგეშაშვილს შვილის პანაშვიდზე რეანომობილით მიიყვანენ

ხვალ დოდო გუგეშაშვილს რეანიმობილით ძმის სახლში გადაიყვანენ, სადაც მისი შვილია გადასვენებული – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკასთან, დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რეანომობილით დოდო გუგეშაშვილს თან გაყვება ექიმი და ექთანი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მაქსიმალური უსაფრთხოება.
„დღეს ვაპირებდით დოდოსთვის გვეთქვა საშინელი სინამდვილე, რაც ყველა შემთხვევაში სათქმელია. მაგრამ ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გადავწყვიტეთ ხვალ ვუთხრათ. ბუნებრივია, ხვალ ის მოინდომებს საავადმყოფოდან გამოსვლას, რათა შვილის ცხედარი ნახოს“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
შიხიაშვილის თქმით, ასევე უზრუნველყოფილია დოდო გუგეშაშვილის უსაფრთხოება, რისთვისაც მან სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები