მიხეილ სააკაშვილი: დამაბრუნეთ უკრაინაში, იქ მინდა გამასამართლონ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან პოლონეთში გაძევების შემდეგ, დღეს მედიის წარმომადგენლებისთვის პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ პოროშენკოს ეს საქციელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას სააკაშვილის ეშინია.
სააკაშვილის თქმით, თუ ისინი მას ბრალდებებს უყენებენ, მაშინ სურს, რომ უკრაინაში წაიყვანონ და იქ გაასამართლონ.
“უკრაინის მთავრობამ უკრაინიდან გამაძევა, მაშინ, როდესაც იქ ცხოვრების კანონიერი უფლება მქონდა. ამით პოროშენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემი ეშინია. არა იმიტომ, რომ ფული მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კორუფციას არასდროს შევეგუები. თუ ბრალდებებს მიყენებენ, წამიყვანონ უკრაინაში და იქ გამასამართლონ. ამისთვის მზად ვარ. მაინტერესებს, რა პასუხს გამცემენ ამაზე უდიპლომო პროკურორები”,-განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები