ავტოსაგზაო შემთხვევა ბოდბისხევში – დაშავებულია ორი ადამიანი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობას, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები