ხელვაჩაურში, საპატრულო პოლიციის გაჩერებულ მანქანას, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა შეეჯახა

ხელვაჩაურში, საპატრულო პოლიციის გაჩერებულ მანქანას, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა შეეჯახა, რა დროსაც პატრულის თანამშრომელი დაშავდა – ამის შესახებ თვითმხილველი საუბრობს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს შეესწრო.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
„საპატრულო ავტომანქანა გაჩერებული იყო, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. პოლიციელი დაშავდა. აღმოჩნდა, რომ მოქალაქე ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს“, – განუცხადეს „კვირას“ შს სამინისტროში.
საპატრულო პოლიციის დაშავებულ თანამშრომელს, დახმარება ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს.
მისი მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები