არჩილ თალაკვაძე: როდესაც აშშ-ის კონგრესის მაღალი რანგის წარმომადგენლები გიცხადებენ, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის მხრივ ლიდერი და საიმედო მოკავშირეა – ეს დიდი მიღწევა და პასუხისმგებლობაა

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის წარმომადგენლები გიცხადებენ, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის მხრივ ლიდერი და საიმედო მოკავშირეა – ეს დიდი მიღწევა და დიდი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გზავნილები, რომელიც შტატებიდან კეთდება, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. თალაკვაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში მნიშვნელოვანი სიახლეებით დაბრუნება.

„თამარ ჩუგოშვილს და მე გვქონდა საუბარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მისი ვიზიტის და შეხვედრების შესახებ. ირაკლი კობახიძის მივლინება ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ს კონგრესს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს. გზავნილები, რომელიც მან ამერიკელი პარტნიორებისგან მიიღო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, რეფორმების და თანამშრომლობის შესახებ – ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის წარმომადგენლები გიცხადებენ, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის მხრივ ლიდერი და საიმედო მოკავშირეა – ეს დიდი მიღწევა და დიდი პასუხისმგებლობაა.

გვაქვს მოლოდინი, რომ ირაკლი კობახიძე აშშ-დან მნიშვნელოვანი სიახლეებით დაბრუნდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები