მერიამ 50 ჯიშის ხე დაამტკიცა, რომლითაც თბილისი გამწვანდება

თბილისის მერის განცხადებით, დამტკიცებულია 50 ჯიშის ხე, რომლითაც დედაქალაქი უნდა გამწვანდეს. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ხეები თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებითაა შერჩეული.

“დღეს პირველად ვამტკიცებთ აქტს, რომლითაც განისაზღვრება 50-ზე მეტი ჯიშის ხე და რომლითაც მოხდება თბილისის სამომავლო გამწვანება. ეს ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით და მისი შერჩევის პროცესში ჩართული იყო სპეციალისტების ფართო სპექტრი, მათ შორის არასამთავრობო სექტორი.

რაც შეეხება ტრანსპორტს, ამ მიმართულებითაც გვაქვს ცვლილებები – ადრე თუ მშენებლობის ნებართვა ისე გაიცემოდა, რომ არ იყო გათვალისწინებული ტრანსპორტის ნაკადები, ამ შემთხვევაში ტრანსპორტის სამსახური ადრეულ ეტაპზევე ჩაერთვება განაშენიანების რეგულირების გეგმისა და მშენებლობის ნებართვისთვის სავალდებულო იქნება მის მიერ გაცემული დასკვნა.

ეს არის მწვანე და ეკოლოგიურად მდგრადი ურბანული განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები და ჩვენ მალე უკვე საკანონმდებლო დონეზე წარვადგენთ ცვლილებათა პაკეტს, რაზეც მუშაობა დაწყებულია საქართველოს პარლამენტთან”, – განაცხდა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები