მამუკა ჩოქური: დოდო გუგეშაშვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

“მის სიცოცხლეს საფრთხე უკვე აღარ ემუქრება. გამოყვანილია საოპერაციოდან, თუმცა ჯერ მძიმე მდგომარეობაშია”, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა, მამუკა ჩოქურმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
როგორც მან აღნიშნა, თავდამსხმელის ვინაობაზე მისთვის არაფერია ცნობილი, ხოლო რაც შეეხება მოტივს, მისივე განცხადებით ესეც უცნობია.
„ნოდარ გუგეშაშვილს დიდი ხანია ვიცნობ და ასეთი კაცი ბევრი არ მინახავს. ძალიან კარგი ბიჭი იყო. მოტივზე, ალბათ, გამოძიება ისაუბრებს. თავდამსხმელის ვინაობაზე არაფერი ვიცი. გამოძიებას ყოველთვის ყავს ვიღაც ეჭვმიტანილი, ყოველთვის ეძებს. გამოძიება ისეთი პროცესია, ალბათ რაღაცა გარკვეულ წრეს გამოკვეთს, მიდის ახლა გამოძიება და ვნახავთ. პირდაპირ ჯერ დოდოზეა ნასროლი და მერე შვილზეა ნასროლი. ალბათ დაიცავენ, თუ არა, ჩვენ დავიცავთ, რა თქმა უნდა”, – განაცხადა მამუკა ჩოქურმა.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მდგომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები