ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100 წლის იუბილეს ულოცავს. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ მისთვის ეს თარიღი განსაკუთრებული მნიშვენლობისაა,  როგორც „უნივერსიტეტელისთვის” და როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისთვის.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვულოცავ 100 წლის იუბილეს! ამ იუბილეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, რომლის უახლეს ისტორიაში უნივერსიტეტმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ამ იუბილეს ვულოცავ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს და განსაკუთრებით, სტუდენტებს, რომლებიც დღეს განათლებას ისტორიულ კედლებში იღებენ. ეს არის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღი პირადად ჩემთვის, როგორც „უნივერსიტეტელისთვის” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და მნიშვნელობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო, არის და იქნება მომავალშიც. უნივერსიტეტი არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი. უნივერსიტეტი, მისი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში იდგნენ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც ცოდნის ტაძარი, აგრძელებს ასი წლის წინ დაწყებულ საქმეს და ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ მას ამ უდიდესი მისიის შესრულებაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს წინსვლისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები