საქსტატი: გასულ წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა

2017 წელს, წინა წლებთან შედარებით, ხანძრებისა და მათ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2017 წელს საქართველოში 15 222 ხანძარი დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 79 შეადგინა. მათივე ინფორმაციით, ასეთი მაღალი მონაცემი, ქვეყანაში 2001 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

საქსტატის ცნობით, 2016 წელს საქართველოში 10 951 ხანძარი მოხდა და 49 ადამიანი დაიღუპა, 2015-ში კი 14 614 ხანძარს 67 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები