შალვა ფიფია ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია საქართველოში ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებსაც ისრაელის სახელმწიფო საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.
ივნისის ბოლოს დაგეგმილია საქართველოში ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი. ელჩმა შალვა ფიფიასთან შეხვედრაზე აღნიშნული ვიზიტის დეტალებზე, მათ შორის, უწყებათშორისი მემორანდუმის გაფორმების შესახებ ისაუბრა.