სასამართლო ნოშრევან ნამორაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

დავით კოდუას ცემაში ბრალდებული ნოშრევან ნამორაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. როგორც “კვირას“ ნამორაძის ადვოკატმა ლილიკო გელაშვილმა განუცხადა, პროცესი საქალაქო სასამართლოში 20:00 საათისთვის ჩაინიშნა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სასამართლოში 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.
დავით კოდუას ცემის ფაქტზე ნოშრევან ნამორაძეს ბრალი რამდენიმე საათის წინ 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს მოხდა. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ნოშრევან ნამორაძე დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში ნამორაძე ყვება, თუ რა გახდა დავით კოდუასთან მისი დაპირისპირების მიზეზი და რატომ სცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები