ვინტაჟით გამხელილი სიყვარული – როგორ მოგზაურობს თბილისიდან პარიზამდე ნინი მენაბდე

ლაღი და ლამაზი ბავშვობა გურიაში გაატარა. ხელოვნებისა და ბუნების სიყვარული ოჯახიდან დაჰყვა. ასევე ოჯახიდან დაიწყო ფრანგული ენის სიყვარული. დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი დაამთავრა. მაგრამ სპეციალობით დიდხანს არ უმუშავია, ხელოვნებამ გადასძალა და ამ ბოლო დროს ვინტაჟზე მუშაობს.
ამბობს, რომ ვინტაჟი უშუალოდ უკავშირდება სიძველეებს,  საკუთარი თავის რეალზებაში ეხმარება.
აგროვებს მარკებს, ძველი სპილენძის ჭურჭელს,  კერამიკის მინიატურულ ნივთებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს... და კიდევ, უახლოეს მომავალში საინტერესო გამოფენისთვის ემზადება. – ნინი მენაბდის პერსონა.

 – ჩემი მშობლები ხელოვნების მოყვარული ადამიანები არიან.  თავიდანვე ჩამინერგეს ხელოვნების სიყვარული და ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, მეკეთებინა ის, რაც  დღემდე მიყვარს. ბაბუაჩემის მამიდაშვილი იყო ცნობილი მოქანდაკე და საზოგადო მოღვაწე მერაბ ბერძენიშვილი. ბატონი მერაბი და მისი ძმა ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ, რასაც არ შეიძლებოდა,  ჩემზე ზეგავლენა არ მოეხდინა.
ლაღი და ლამაზი  ბავშვობა მქონდა. ბავშვობიდანვე ჩამინერგეს ბუნების სიყვარული, ვაკვირდებოდი ყველაფერს, თითქოს  სილამაზეს ვისრუტავდი, რაც  ჩემს ნამუშევრებზეც აისახა…
ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა ჩემმა ოჯახმა, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო უსაყვარლესი ბებია, რომელიც დახვეწილი გემოვნებითა და იუმორით გამოირჩეოდა. საოცრად ქარგავდა, კერავდა, ქსოვდა – ყველანი ხომ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ.
 დაამთავრეთ დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტირატომ მაინცდამაინც ფრანგულის სპეციალობა?
– ფრანგული ენა თავად მუსიკაა – ჩვენს ოჯახში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა – ჩემი დიდი ბაბუა გერონტი სურგულაძე პარიზში ცხოვრობდა.  ის პატარა სამკერვალოს ფლობდა…  მისი ოცნება იყო, შვილიშვილებს ენახათ ულამაზესი ქალაქი – პარიზი. ლევილის სასაფლაოზეა დაკრძალული და იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ მისი საფლავის მონახულებას და პატივის მიგებას. მყავს მამიდა, რომელიც ფრანგული ენის პედაგოგია, სწორედ მან  მაზიარა ულამაზესი ქვეყნის ენასა და კულტურას.
 რამდენიმე წელი ფრანგულ ქართულ პროექტში – ,,ცოდნის გაცვლის სახელოსნომონაწილეობდით
–  დიახ, მქონდა საშუალება,  მონაწილეობა მიმეღო პროექტში – ,,ცოდნის გაცვლის სახელოსნო”, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი და ფრანგი ბავშვები – ამ პროექტით ისინი გაეცნენ ქართულ კულტურასა და ხელოვნებას. ვასწავლიდით ქართულ-ფრანგულ სიმღერებს, ცეკვებს, ბავშვები ეუფლებოდნენ ფოტოხელოვნებას – ვაწყობდით ლაშქრობებს… შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი – უფრო დიდ დროს შემოქმედებით საქმიანობას ვუთმობდი. ვფიქრობ,  საკუთარი თავი ვიპოვე.
 შემოქმედებით საქმიანობას ეწევითქარგავდით, სამკაულებზე, თექაზე, ბისერებზეც მუშაობდით, ჰერბარიუმით კომპოზიციებს აწყობდითამ ბოლო დროს კი ვინტაჟზე მუშაობთ, თურქეთშიეს ალბათ თქვენი ცხოვრების ახალი პერიოდი
–  ბავშვობიდან მიზიდავდა ძველი ნივთების შეგროვება და ვცდილობდი, ახალი სიცოცხლე მეჩუქებინა თითოეული ნივთისთვის. ალბათ ამან განაპირობა, რომ დღეს მე ვინტაჟის სტილით ვმუშაობ. ზოგადად, სიახლეები მიყვარს და ყოველთვის ძიების პროცესში ვარ – ეს ის თემაა, სადაც უკეთ შემიძლია გადმოვცე ჩემი განწყობა. მეტი თავისუფლება მაქვს.
ამჟამად თურქეთში იმყოფებითრამდენად აუცილებელი იყო უცხო ქვეყანაში წასვლა?
– თურქეთში მომეცა საშუალება, შევხვედროდი სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ხელოვანებს, რომლებიც დამეხმარნენ პროფესიულ განვითარებაში.
საქართველოში მრავალი ხელოვანი მუშაობს ვინტაჟის სტილში, თუმცა აქ, სადაც ვიმყოფები, სულ სხვა ტექნიკა, სხვა მასალები და უფრო მეტი არჩევანია… არაერთი ტექნიკური დეტალი შევისწავლე, ასევე მასალებს გავეცანი, მასტერკლასებს დავესწარი, რამაც საშუალება მომცა, წინ წავსულიყავი და უფრო მეტი ნამუშევარი შემექმნა…
–  რატომ გადაწყვიტეთ, რომ ვინტაჟზე შეჩერებულიყო თქვენი ყურადღება?
– ვინტაჟი უშუალოდ კავშირშია სიძველეებთან, რომელიც მეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში…
 ხშირად აწერია თქვენს ნამუშევრებსპარიზი“. რატომ?
– პარიზი სიყვარულის ქალაქია, ხელოვნების მექაა… ის ასოცირდება ჩემს ბავშვობასთან, პროფესიასთან – მისი მზე ოქროს ფერია… აუცილებლად ვინახულებ  პარიზს და ბაბუის საფლავზე ქართულ მიწას და მშობლიურ ყვავილებს ჩავიტან…
სიყვარულის თემა თქვენს შემოქმედებაში ხშირად არის ასახული
– სამყაროში ყველაფერი სიყვარულითაა შექმნილი და თავად შემოქმედი ღმერთია… ჩვენშიც მან ჩადო სიყვარულის კოდი, რომელიც ჩემს  ნამუშევრებში მეორდება… ისე კი, ყველა ჩემს ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს – ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, ჩემი მესაიდუმლე და სულის გამოძახილი… ზოგს საქართველოს ვუკავშირებ, ზოგს მონატრებას, ზოგს მეგობრებს ვუძღვნი. განწყობის  მიხედვით  იქმნება… რასაც მუზა მკარნახობს, მეც მას მივყვები…
ჰობი
– ვაგროვებ მარკებს, ძველი სპილენძის ჭურჭელს, კერამიკის მინიატურულ ნივთებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ათას ხარა-ხურას… რა ჩამოთვლის…
ხშირად ვკითხულობ ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულად… ფოტოგრაფიაც ჩემი ჰობია. მიყვარს ფოტოების გადაღება, სხვადასხვა კომპოზიციის აწყობა და კიდევ, ბევრი რამ…
 სხვადასხვა გამოფენის მონაწილეც ხართახალ გამოფენას ხომ არ აპირებთ?
– უახლოეს მომავალში მე და ნანუკა ჩხეიძეს დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით: „პარიზი-თბილისი“, სადაც წარვადგენთ ერთობლივ ნამუშევრებს,  ანუ ჩვენი ტანდემი დიდი ხანია შედგა. ერთი ეგაა, რომ ფართო საზოგადოებისთვის ჯერ არ გაგვიცნია ეს ნამუშევრები.  ერთობლივად ვუშაობთ – ჩემს ვინტაჟს დაემატება ტყავი, ანუ ტყავით გაფორმდება ჩემი ნამუშევრები.
ასევე გვაქვს შემოთავაზება უცხოეთიდან, რისთვისაც უკვე ვმუშაობთ  და იმედია,  წარმატებას მოგვიტანს.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები