“როდესაც თბილისში თქვენი ულამაზესი გარემო ვიხილე, საკუთარ თავს ვუთხარი, წარმოიდგინე – აქ რა ცხოვრება შეიძლება, ჩქეფდეს” – Emaar Properties-ის დამფუძნებელი

“როდესაც თბილისში თქვენი ულამაზესი გარემო ვიხილე, საკუთარ თავს ვუთხარი, წარმოიდგინე – აქ რა ცხოვრება შეიძლება, ჩქეფდეს. ვგულისხმობ არა შენობებს, არამედ ადამიანების ყოფას, ბავშვების ცხოვრებას, პარკებს, სათამაშო მოედნებს, კაფეებს, ვგულისხმობ ცხოვრებას, რომელიც შეიძლება შევქმნათ“, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა ისაუბრა.

„როდესაც საუბარი თბილისს ეხება, როდესაც ხედავ ჩიტებსა და ხეებს, მდინარეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ჩვენს სფეროში, მე მიმუშავია 20, 40 ათასიანი დასახლებების შექმნისთვის, მაგრამ ამავე დროს მთავარი არა ნაგებობებია. შენობის აგება არ არის რთული, იქნება ეს ბინა თუ ვილა. მნიშვნელოვანი არის თუ რა ცხოვრება იქმნება ამ კედლებში, სად გაასეირნებ შვილებს.

როდესაც თბილისში თქვენი ულამაზესი გარემო ვიხილე, ჩემს თავს ვუთხარი, წარმოიდგინე აქ რა ცხოვრება შეიძლება ჩქეფდეს. ვგულისხმობ არა შენობებს, არამედ ადამიანების ყოფას, ბავშვების ცხოვრებას, პარკებს, სათამაშო მოედნებს, კაფეებს, ვგულისხმობ ცხოვრებას, რომელიც შეიძლება შევქმნათ. შემდეგ კი ვეწვიეთ ბათუმს, ეს საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტი იყო, მინდოდა ზღვის სანაპირო მენახა, ჩემი ფეხით მოვიარე ყველაფერი. ვნახე თუ რა მაღალი ხარისხის წყალი, მაღალი ხარისხის სანაპირო გაქვთ, ვნახე უკვე აშენებულიც, მაშინვე ვიგრძენი, რომ ადგილზე განსაკუთრებული რამ ხდებოდა. თქვენი ქვეყნის შესახებ დადებითი განწყობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა თქვენმა სტუმართმოყვარეობამ. სწორედ მსურს გამიგოთ, თქვენ, ქართველებს ძალიან კარგი გემოვნება გაქვთ, ეს გეტყობათ გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ეს ეტყობა თქვენს საკვებს, თქვენი ქალაქების არქიტექტურას, გნებავთ ახალს, გნებავთ ძველს. მე შევისწავლე ქართული არქიტექტურა, ძალიან საინტერესო ნარევია, ძალიან ძალიან მომწონს. ეს განსაკუთრებულია“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები