მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო იქნება 6,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის თანაპარტნიორი, ასევე, მიწისა და პოტენციურად ასაშენებელი აქტივების თანამესაკუთრე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო გახდა უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტის თანაპარტნიორი, რომლის ფარგლებშიც, 6.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერული პროექტები განხორციელდება თბილისსა და გონიოში.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ასევე დარჩა მიწის თანამესაკუთრედ, ისევე როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების, რომლებიც ასობით მილიონ დოლარს დააგენერირებს მომდევნო წლების განმავლობაში.