“არავისგან ჩვენ ჭკუა არ გვესწავლება, თუ რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფლება, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა და ბალტიის ქვეყნებისგან” – პაპუაშვილი

“არავისგან ჩვენ ჭკუა არ გვესწავლება, თუ რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფლება, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა და ბალტიის ქვეყნებისგან, პოსტკომუნისტური აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისგან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” სტუმრობისას განაცხადა.

“მათზე მეტი გვაქვს ნაბრძოლი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და დემოკრატიისთვის. ახლა თავი შეჰყვეს ევროკავშირში და იქიდან ჩვენ გვიკითხონ ლექციები დემოკრატიაზე ბალტიელებმა და პოსტკომუნისტურმა ქვეყნებმა, აი ეს კომპლექსი უნდა მოვიცილოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ვდგავართ ქართულ ღირებულებებზე. აქ რომ მიდის საუბარი ევროპული ღირებულებები და კონკრეტულად რომ არ საუბრობენ რა არის ეს ღირებულებები და მანტრასავით იმეორებენ, თუკი ევროპული ღირებულება არის ის, რომ მოძალადე უნდა დააჯილდოო, მედიის დამტერორებელი გვარამია უნდა დააჯილდოო, თუკი მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის ნიმუში, მაშინ ქართული ღირებულებები ამგვარ ევროპულ ღირებულებებს არ ემთხვევა. დიახ, ქართული ღირებულებები ცოტა სხვა არის ვიდრე, სააკაშვილის, გვარამიას და კეზერაშვილის გვერდში მდგომი ევროპული ღირებულებები და ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქართულ ღირებულებებზე. შევეშვათ ამ ქიმერას, რომელსაც ისინი გვთავაზობენ ბრტყელი სიტყვებით, რაც არის ჩვეულებრივი შირმა ევროპული ღირებულებები და ასე შემდეგ, იმიტომ, რომ ამის უკან დგას ცივი პოლიტიკური მიზნები, რომ აქ ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება და გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ ამ მარიონეტული ხელისუფლებით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები