სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის პირველი მოადგილე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორება საქართველოსთან
„აბრეშუმის გზის ფორუმის” პანელურ დისკუსიაზე „ციფრული ტრანსფორმაცია: მომავლისთვის მზადმყოფი სამყარო” სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გევორგ მანტაშიანმა საქართველოს მზარდ განვითარებაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორება საქართველოსთან, რადგან ბევრი შთამბეჭდავი ცვლილება და პროგრესი განიცადა საქართველომ სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიულ სფეროში, იმ კავშირების წყალობით, რომელიც მას გლობალურად გააჩნია. ვერცერთი კერძო, ცალკეული ქვეყანა ვერ გახდება წარმატებული კავშირების გარეშე”, – განაცხადა გევორგ მანტაშიანმა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” უკვე მეხუთედ ტარდება თბილისში და მასში მონაწილეობენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.