“ძალადობით უნდათ, მოახერხონ ლეგიტიმური ხელისუფლების ცვლილება, რაც, საბოლოოდ, “დიფ სთეითის” აგენტურას მოიყვანს ხელისუფლებაში” – გორდულაძე
“ძალადობით უნდათ, მოახერხონ ლეგიტიმური ხელისუფლების ცვლილება, რაც, საბოლოოდ, “დიფ სთეითის” აგენტურას მოიყვანს ხელისუფლებაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“ვინმეს წარმოუდგენია, რომ თინა ბოკუჩავას თუ სალომე ზურაბიშვილის მიწერილი წერილებიდან ან შეხვედრებიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებებს? რა თქმა უნდა, არა, ესეც არის მცდელობა, რომ დაანახონ საზოგადოებას და თვალებში ნაცარი შეაყარონ, თითქოს, ეს ადამიანები რამეს წარმოადგენენ. რეალურად, არც არაფერს არ წარმოადგენენ. მათი ერთადერთი შესაძლებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ ღალატის აქტზე ხელი უკვე მოწერილი აქვთ არის ის, რომ დავალება მიიღონ და შეასრულონ. ახლაც აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად მოახდინონ ესკალაცია ქვეყანაში, მათ შორის, დამხობის მცდელობაც უნდა ჰქონდეთ. ძალადობით უნდათ, მოახერხონ ლეგიტიმური ხელისუფლების ცვლილება, რაც, საბოლოოდ, “დიფ სთეითის” აგენტურას მოიყვანს ხელისუფლებაში”, – ამბობს გორდულაძე.