უკრაინის მთავრობამ ყირიმის ტერიტორიაზე რამდენიმე გამშვები პუნქტი დახურა
უკრაინის მთავრობამ ყირიმის ტერიტორიაზეა სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე გამშვები პუნქტი დროებით დახურა. გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებებისა და ექსტრემისტულად განწყობილი პირების გადასვლა, ასევე რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის განხორციელება გახდა. შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს სლავიანსკში.
სეპარატისტები ავრცელებენ ცნობას, რომ ანდრეევკასა და სიმიონოვკაში სროლები მიმდინარეობს. ძალოვანებს წინააღმდეგობას დაახლოებით 800 სეპარატისტი უწევს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცნობით, სეპარატისტები მძიმე ტექნიკას იყენებენ. არსენი ავაკოვი ორივე მხრიდან დაღუპულების შესახებ ცნობას ადასტურებს და აცხადებს, რომ დაშავებულია 8 უკრაინელი სამხედრო. პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ ჩერნოვიცკში 9 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც რადიოაქტიური ნივთიერება გადაჰქონდათ. გამოძიების ვერსიით, ისინი რადიოაქტიური ბომბის დამზადებას აპირებდნენ. დამატებითი სამხედრო ძალა ოდესისკენ მიემართება. გავრცელებული ცნობით, ქალაქში უკვე ჩავიდა ეროვნული არმიის სპეცდანაყოფი – “კიევი ერთი”.