ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ შოუს დგამს

„უმრავლესობას რეგლამენტი არ დაურღვევია. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობის ჩვეული სტილია. მათი მიზანი არ არის ის, რომ დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები, მათი მიზანია პოლიტიკური სპექტაკლის დადგმა,“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრები ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომას არ დაესწრნენ, რადგან არ არიან მომართულები ამ საკითხის განხილვისთვის, განსხვავებით კონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციისგან, რომელიც დარბაზში დარჩა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოს ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები