რევაზ სოხაძე: მშენებლობებზე რეგულაციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს

თბილისის საკრებულოს ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე საკრებულოს ურბანული განვითარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ მშენებლობების უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან რამდენიმე მიმართულება დაასახელა, რომელშიც საკრებულო მერიასთან ერთად მზად არის აქტიურად ჩაერთოს.

„როდესაც მსგავს სამუშაოებთან დაკავშირებით პროექტი დგება, მნიშვნელოვანია გაიწეროს ის კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებითაც უნდა შედგეს პროექტი. ამასთან, ტენდერი კიდევ უფრო გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს და გამოირიცხოს შემთხვევითობა, რადგან კომპანიამ რომელიც გაიმარჯვებს, სრულფასოვნად უნდა შეასრულებს სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ მერიის შესაბამისმა სამსახურებმა პროექტის ზედამხედველობის მხრივ უფრო მეტი კონტროლი დააწესონ,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულებების დადების მხრივ მერიის სამსახურებმა ერთიანი სტანდარტი უნდა შექმნან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები