გიორგი ტყემალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებული იყო, რომ ჩვენგან რაიმე სახის წინააღმდეგობას შეხვდებოდა

„იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა გვექნება, საინტერესო კითხვებით და პასუხებით“, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, რომელზეც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის განხილვა მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის მიერ კომისიების გაერთიანებული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხდომაზე დამსწრეთა 30-კაციანი სია ჰქონდა წარმოდგენილი.

„ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენგან რაიმე სახის წინააღმდეგობას ექნებოდა ადგილი. ვინაიდან მსგავსი არაფერი მოხდა, სწორედ ეს გახდა მათი განრისხების მიზეზი. მათი ყველა მოთხოვნა თავიდან ბოლომდე იყო გათვალისწინებული და სწორედ ამიტომ არ მონაწილეობენ ისინი განხილვაში“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები