გია ხუხაშვილი – “ვთხოვ, თუ საჭირო გახდა, პრეზიდენტად იყაროს კენჭი ბ.ი.-მა”

ყოფილ პრემიერ-მინისტრს ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას ურჩევს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყარა, ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკუთარ კანიდატურას მოხსნის.
გია ხუხაშვილი საზოგადოებას ჰპირდება, რომ თავადაც სთხოვს ბიძინა ივანიშვილს, ეს გადაწყვეტილება მიიღოს.

„ეს სპეკულაციები და შუას გაკრეფა რომ დასრულდეს საზოგადოებაში, რომელსაც განვითარებისთვის გაერთიანება წყალივით სჭირდება, გამოვდივარ შემდეგი წინადადებით:
პრეზიდენტად იყაროს კენჭი ბ.ი.-მა. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში მარგველაშვილი წინასწარ მოხსნის თავისი კანდიდატობის თემას ბი-ს სასარგებლოდ. მეც ვთხოვ, თუ საჭირო გახდა.
ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
ეს კარგია სახელმწიფოსთვის, ინსტიტუციური წესრიგისთვის, მარგველაშვილისთვის და თვითონ ბი-სთვის. ცუდია, მხოლოდ ქო-ს და ნაციონალების პოლიტ. ელიტისთვის. მიზეზებს არ ჩამოვთვლი. დისკუსია თუ გაიმართა, იქ მოგახსენებთ. იმედია ეს პროცესი აკადემიურად წარიმართება, ყოველგვარი ქოქოლას გარეშე“, -წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები