დავით კოდუას ცემის ფაქტზე ნოშრევან ნამორაძეს ბრალი წარედგინა

დავით კოდუას ცემის ფაქტზე ნოშრევან ნამორაძეს ბრალი წარედგინა. როგორც „კვირას“ ნამორაძის ადვოკატმა ლილიკო გელაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება კანონით განსაზღვრულ პროცედურებს, ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში ნოშრევან ნამორაძეს აღმკვეთი ღონისძიება საქალაქო სასამართლომ უნდა შეუფარდოს.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას სასამართლოში დააყენებს.
დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს მოხდა. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ნოშრევან ნამორაძე დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში, ნამორაძე ყვება, თუ რა გახდა დავით კოდუასთან მისი დაპირისპირების მიზეზი და რატომ სცემა.}
10327296_10152133093214779_1639816486_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები