ირაკლი შოთაძე მაჩალიკაშვილების ოჯახს ხვალ მთავარ პროკურატურაში შეხვედრას სთავაზობს

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და საგამოძიებო ჯგუფი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ხვალ, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
„საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა მიიღეს კონკრეტული შეთავაზება, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეხვედრა შედგეს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან და საგამოძიებო ჯგუფთან, ხვალ, 13:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები