სლავიანსკში ოთხი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში უკრაინის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციისას ოთხი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა, – ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე “Цензор. НЕТ”-ის რედაქტორმა დაწერა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს სლავიანსკში წინააღმდეგობას 800-მდე სეპარატისტი უწევს. სეპარატისტები თავს ესხმიან ადგილობრივ მოსახლეობასაც. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, სეპარატისტები სლავიანსკში ნაღმტყორცნებს იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები