შეტაკებები სლავიანსკში

 სლავიანსკში შეტაკებები განახლდა. დაპირისპირება ძალოვანებსა და სეპარატისტებს შორის სატელევიზიო ანძასთან მიმდინარეობს. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობა, რომ დაიღუპა ერთი პრორუსი აქტივისტი. გადაკეტილია სამანქანო გზა დონეცკსა და სლავიანსკს შორის. ქალაქში ყველა შესასვლელს ეროვნული არმია აკონტროლებს. დამატებითი სამხედრო ძალა ოდესისკენ მიემართება. გავრცელებული ცნობით, ქალაქში უკვე ჩავიდა ეროვნული არმიის სპეცდანაყოფი – “კიევი ერთი”.
რუსეთი კი, უკრაინაში მდგომარეობის გამწვავების გამო, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ითხოვს. საგანგებო თხოვნა გაეროსა და ევროსაბჭოში რუსეთის საჯარო პალატამ გაგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ვლადიმერ პუტინისთვის წარსადგენი ანგარიში მოამზადა, სადაც უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებია დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები