მამუკა ხაზარაძე: საპენსიო რეფორმა აუცილებელი ნაბიჯია ქართული ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის

“საპენსიო რეფორმა აუცილებელი ნაბიჯია ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის”, – ამის შესახებ “თი ბი სი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საპენსიო რეფორმებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით კრიტიკას ვერ მიიღებს, რადგან ეს ქვეყნისთვის აუცილებელი რეფორმაა.
“საპენსიო რეფორმა ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ გაჩნდეს “გრძელი” ფული, რომელიც გამოაცოცხლებს ქართულ ეკონომიკას. არ უნდა მოვუსმინოთ არავის იმიტომ, რომ ბევრი ქვეყნის მაგალითი გვაჩვენებს, პირველი წლები შეიძლება იყოს დეფიციტი, მაგრამ ეს დეფიციტი უნდა გადავლახოთ, შევავსოთ, მაგრამ გრძელვადიან გეგმაში ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი რეფორმა, ამიტომ ამ მიმართულებით ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებ”,- განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით, საქართველოში საპენსიო სააგენტო შეიქმნება. სისტემის ამოქმედების შედეგად, დასაქმებული ყოველთვიურად საკუთარი შემოსავლის 2%–ს გადაიხდის, ამას დაემატება დამსაქმებლის მიერ შეტანილი 2% და ასევე, დამატებით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი ხელფასის 2%–ის შეტანას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები