„ლარიზაცია გრძელვადიანი პროექტია და ის მაჩვენებლები, რომლითაც 2017 წელი დამთავრდა, საკმაოდ კარგია“

„ლარიზაცია გრძელვადიანი პროექტია და ის მაჩვენებლები, რომლითაც 2017 წელი დამთავრდა, საკმაოდ კარგია“ – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენატაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში საკმაოდ რთულია, დოლარიზაციის შემცირების კონკრეტულ მაჩვენებლებზე მსჯელობა, თუმცა ამის მიუხედავად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ის მაჩვენებლები, რომლითაც 2017 წელი დამთავრდა, არის საკმაოდ კარგი.
„სესხების დოლარიზაცია ერთი წლის განმავლობაში 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადობის თვალსაზრისით, 12 პროცენტული პუნქტით შემცირდა. დეპოზიტების დოლარიზაცია კი – 5 პროცენტული პუნქტით. ვფიქრობ, დასაწყისისთვის არ არის ცუდი ციფრები, თუმცა მომავალში კვლავ გაგრძელდება აქცენტი და ფოკუსი იმაზე, რომ ბაზრისთვის, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და მეგობრულად გავაგრძელოთ დედოლარიზაციის პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები